მინისტრის წლევანდელი განცხადებით, სასურველია, რომ დირექტორები არ იყვნენ არჩეულები და ინიშნებოდნენ მის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა, როგორც მისი მოქმედებიდან ჩანს, მინისტრი სწორედ ამ მოსაზრებას ეყრდნობა, როდესაც დირექტორებს ათავისუფლებს და მოვალეობის შემსრულებლებს ნიშნავს სკოლებში.